ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ წააგო, არ მგონია, მასთან ვიჩხუბო“ | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა

ილია თოფურიამ AS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორს“ ისლამ მახაჩევის შესახებ ჰკითხეს, რომელმაც მსუბუქი წონითი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალოში გადავიდა. მახაჩევი საჩემპიონო ქამრისთვის ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდა და თოფურიამ სწორედ მასზე ისაუბრა.

„ისლამ მახაჩევი რამდენჯერმე გამოიწვიე. ჯეკ დელა მადალენასთან თუ წააგო, მასთან ჩხუბი კიდევ გენდომება, თუ ჩემპიონს აირჩევ?“

თოფურია: „თუ წააგო, დარწმუნებული არ ვარ, რომ მასთან ვიჩხუბებ. ჩემი მიზანია, ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავიდე და მესამე ქამრისთვის ვიბრძოლო. არავინ იცის, რა მოხდება. შენ შენი მიზნები გაქვს, UFC-ს — თავისი. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო და უფრო მასშტაბურ ღონისძიებებზე ვიჩხუბო და გულშემატკივრებს დაუვიწყარი შოუ ვაჩუქო.“

„ისლამ მახაჩევთან ჩხუბით უფრო აღფრთოვანებული ხარ თუ პედი პიმბლეტთან დაპირისპირებით?“

„ორივე ვარიანტი მომწონს. ორივე მებრძოლი ჩემთვის კარგ გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ისლამი განსხვავებულ კატეგორიას მიეკუთვნება. ვსაუბრობთ სრულიად სხვა მასშტაბის მოვლენებზე — არა მხოლოდ ჟურნალისტური, არამედ სპორტული თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, მახაჩევის დამარცხება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პედისთან გამარჯვება.“

ასევე გეტყვით, რომ AS-თან ინტერვიუში თოფურიამ კრივზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს ერთ დღეს ამ სპორტშიც მოსინჯოს ძალები. „ელ მატადორს“ სურს დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია და იმედოვნებს, რომ შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია პიმბლეტის წინააღმდეგ? | რა თქვა დენა უაითმა თოფურიას მომდევნო მეტოქეზე
ილია პიმბლეტის წინააღმდეგ? | რა თქვა დენა უაითმა თოფურიას მომდევნო მეტოქეზე