ნოკაუტი პირველ რაუნდში | ქუთათელაძის დამაჯერებელი გამარჯვება
გურამ ქუთათლაძემ MMA-ის ორგანიზაციაში, ACA-ში სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი ვიქტორ ჰუგოს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ჩხუბი ქართველი მებრძოლის უპირატესობით დაიწყო და პირველი რაუნდის შუაში, ქუთათელაძემ კარგი პოზიცია მიიღო. გურამმა მეტოქეს ღვიძლში ძლიერად მოარტყა და ჰუგო წაიქცა. „ქართველმა ვიკინგმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა და ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძეს კარიერაშ 14 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. ACA-ში გადასვლამდე გურამი UFC-ში ასპარეზობდა და კაუე ფერნანდესთან აგების შემდეგ, ორგანიზაცია დატოვა.