FBI-მ NBA-ს მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები და მწვრთნელები დააკავა
NBA-ს მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები, ასევე მწვრთნელები არალეგალური ფსონებისა და კაზინოს საქმის ფიგურანტები გახდნენ.
FBI-ს ნიუ-იორკის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რაიამ, განაცხადა, რომ სააგენტომ ჩაატარა „ფართომასშტაბიანი საერთო ეროვნული ოპერაცია“, რის შედეგადაც ბრალდებები წაუყენეს 34 ფიგურანტს. მათ შორის არიან NBA-ს მოქმედი და ყოფილი მწვრთნელები და მოთამაშეები, ასევე მაფიის 13 წევრი და მათი თანამზრახველები.
ცნობილია სამი ფიგურანტის სახელი: „პორტლენდის“ მწვრთნელი, ჩონსი ბილაპსი, „მაიამის“ მცველი ტერი როზირი და „კლივლენდის“ ყოფილი მოთამაშე, დეიმონ ჯონსი. სამივე მათგანი ხუთშაბათს დააკავეს.
ბილაპსს ბრალი ედება მაფიასთან დაკავშირებულ უკანონო პოკერის სქემაში მონაწილეობაში. ჯონსი, გამოძიების თანახმად, თანაბრალდებულებს გადასცემდა ინსაიდერულ ინფორმაციას NBA-ის მატჩების შესახებ, რასაც ისინი ფსონებისთვის იყენებდნენ.
როზირს ბრალი ედება მატჩების შედეგებზე განზრახ ზემოქმედებაში. გამოძიების თანახმად, მისმა თანამზრახველებმა 2023 წლის მარტში 200 000 დოლარი დადეს იმაზე, რომ როზიე მატჩში დაბალ შედეგს აჩვენებდა. „შარლოტში“ მოთამაშე კალათბურთელმა თამაში მე-9 წუთზე ტრავმის საბაბით დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს განაჩენს დეკემბერში გამოუტანენ.