კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ისლამს 5 წუთში დაანოკაუტებს“ - მაკგრეგორის პროგნოზი

16 ნოემბერს, თბილისის დროით გამთენიისას, ნიუ-იორკში UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართება, რაც უდიდეს ინტერესს იწვევს. მიზეზი მარტივია - ყველა ელოდება როგორ იბრძოლებს ისლამ მახაჩევი მისთვის ახალ წონაში და შეძლებს თუ არა ილია თოფურიას მიღწევის გამეორებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ რიგით მეორე დივიზიონის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. მახაჩევისა და ქამრის მოქმედი მფლობელის ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირებაზე საკუთარი პროგნოზი კონორ მაკგრეგორმა გამოთქვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ამ წონაში ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან მას არც მეტოქის დაფინიშების უნარი აქვს და არც პოზიციური აზროვნებით გამოირჩევა. მთავარია ავსტრალიელმა მოთმინება და მრისხანება  გამოიჩინოს, ბრძოლას სათანადო ფორმაში შეხვდეს და ის მახაჩევს ხუთ წუთში დაანოკაუტებს“.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორს დაღესტნელ მებრძოლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და როგორი სკანდალით დასრულდა მასსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის გამართული ორთაბრძოლა, ამის შეხსენება MMA-ს მოყვარულებს არ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი: “ბერნაბეუზე ილიას სახეში დავარტყამ და შემდეგ ნახევარ რეალს ვცემ“
პიმბლეტი: “ბერნაბეუზე ილიას სახეში დავარტყამ და შემდეგ ნახევარ რეალს ვცემ“