კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

ტრავმის გამო, დე ბრუინი რამდენიმე თვეს გამოტოვებს

კევინ დე ბრუნმა ტრავმის გამო, შესაძლოა რამდენი თვე ვერ ითამაშოს.

„ნაპოლის“ ნახევარმცველი „ინტერთან“ მატჩის დროს შეცვალეს. ბელგიელმა პენალტის შესრულების შემდეგ მოედანი დატოვა.

როგორც იტალიურ კლუბში აცხადებენ, გამოკვლევის შედეგად, დე ბრუინს მარჯვენა ბარძაყის კუნთის სერიოზული ტრავმა დაუდგინდა.

ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ნახევარმცველის აღდგენას რამდენიმე თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის კევინი „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე დე ბრუინის საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს, მისი კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვილილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანამდე უნდა გაეგდოთ“ | რეალის ტელევიზია პედრიზე და ინციდენტი ვინისიუსთან
„მანამდე უნდა გაეგდოთ“ | რეალის ტელევიზია პედრიზე და ინციდენტი ვინისიუსთან