ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„პიმბლეტი ილიასთვის გამოწვევა საერთოდ არ არის“ | ისლამ მახაჩევის კომენტარი

ისლამ მახაჩევმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა. რუს მებრძოლს ილია თოფურიას შესახებ დაუსვეს შეკითხვები და დაინტერესდნენ, მისი აზრით, ვინ უნდა იყოს „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე. მახაჩევმა მხარი არმან ცარუკიანს დაუჭირა და აღნიშნა, რომ პედი პიმბლეტი თოფურიასთან პრაქტიკულად უშანსოა.

„არმან ცარუკიანმა ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას ორთაბრძოლა დააზღვია. წონა ჩააბარა და ვფიქრობ, ამის შემდეგ სატიტულო შანსს იმსახურებს, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება. ჩემი აზრით, ილიას მომდევნო მეტოქე არმანი უნდა იყოს. ჩემთან ჩხუბამდე შეცდომა დაუშვა, მაგრამ კვლავინდებურად ნომერ პირველი პრეტენდენტია და საჩემპიონო ქამრისთვის უნდა იბრძოლოს.

იყოს ცარუკიანი ან გეიჯი... ოღონდ არა პედი პიმბლეტი. ვის მოუგო პიმბლეტმა? ტონი ფერგიუსონს და მაიკლ ჩენდლერს? ჩენდლერს ყველა უგებს. აქვს პიმბლეტს შანსი თოფურიასთან? რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ მგონია, დიდი შანსი ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, პიმბლეტი თოფურიასთვის სერიოზული გამოწვევა არ არის. აი, არმანი კი ძლიერი მეტოქეა, რადგან კარგი ჭიდაობა, სტრაიკინგი და გრეპლინგი აქვს. კარგი მებრძოლია, პიმბლეტი კი არავის სერიოზულ მეტოქეს არ შეხვედრია.“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი მომდევნო ორთაბრძოლას დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება გეიჯის ვარიანტს, ჯასტინმა თავად განაცხადა, რომ იანვარში სურდა თოფურიასთან ჩხუბი, მაგრამ ვერ მოხერხდა, და ამ ეტაპზე პიმბლეტი ყველაზე მოსალოდნელ კანდიდატად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე
ქართველი ფეხბურთელი ირლანდიის ნაკრებში (U15) | ვინ არის მათე ისაკაძე