მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, დენა უაითი
Aa
Aa

„უფრო მეტ დარტყმებს ველოდი“ - უაითის მცირე იმედგაცრუება

BMF-ის ქამრისთვის ჩხუბი შერეული ორთაბრძოლების ქომაგებთან ყოველთვის დარტყმების გაცვლასთან და დაპირისპირების დგომში წარმართვასთან ასოცირდებოდა, თუმცა UFC 326-ის მთავარ ღონისძიებაზე ოქტაგონში სულ სხვა რამ ვიხილეთ. ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ხუთ რაუნდში, დომინანტურ სტილში დაამარცხა, თუმცა ბრაზილიელის დომინაცია ძირითადად პარტერში სწორ მოქმედებებთან ასოცირდებოდა, რის გამოც UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ მცირეოდენ იმედგაცრუებული ჩანდა

დენა უაითი

არ ვიცი არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მოვლენათა ასეთ განვითარებას ელოდა. ჩარლზი მაქსს იოლად გაუსწორდა და პარტერში მასზე მთლიანად დომინირებდა. ვფიქრობდი, რომ ჩხუბი უმეტესწილად დგომში წარიმათებოდა და იმასაც ვერ წამოვიდგენდი, რომ ჰოლოუეი თეიქდაუნებისგან თავდაცვით ასპექტში ოლივეირასთან ასეთი უსუსური აღმოჩნდებოდა. თუმცა, ბრაზილიელს ვერავინ გაამტყუნებს - ახლა თითოეული მებრძოლის უმთავრესი მიზანი არა სანახაობა, არამედ გამარჯვებაა. ჩარლზის ტოტალური დომინაცია ვიხილეთ.

ცნობისათვის, ოლივეირა-ჰოლოუეის ჩხუბის დასრულების შემდეგ, საშუალო წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა ჩეჩენმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა, რომელსაც არასანახაობრივი ჩხუბის გამო ბევრი საყვედურობს, სოციალურ ქსელში ცინიკური სტატუსი დაწერა: „როგორ მოგეწონათ სანახაობრივი ჩხუბი?!“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მგონი, ჩემთან ბრძოლა ჩემზე მეტად უნდა | ოლივეირას მაკგრეგორზე ჰკითხეს
მგონი, ჩემთან ბრძოლა ჩემზე მეტად უნდა | ოლივეირას მაკგრეგორზე ჰკითხეს