მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„რასაც მერაბი აკეთებს, სპორტის მიმართ უპატივცემულობაა“ - მაიკლ ბისპინგი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.

რას ამბობს ბისპინგი:

„რა თქმა უნდა, იანმა საჩემპიონო ჩხუბი დაიმსახურა და სამართლიანია, რომ მერაბთან რემატჩი ჩაინიშნა. მგონია, რომ მერაბისთვის ეს ჩხუბი პირველ ბრძოლაზე რთული იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა, მერაბის მთავარი მეტოქე ისევ საკუთარი თავი იყოს, რადგან ის რამდენიმე თვეში ერთხელ იბრძვის და ფაქტობრივად, არ ისვენებს. ის მუდმივად სამწვრთნელო ბანაკშია, ბრძოლებს მუდმივად იღებს და ეს ყველაფერი გარკვეულ მომენტში გადაღლას გამოიწვევს, რის შემდეგაც, მისი ყველაზე რთული მეტოქე შეიძლება თავადვე აღმოჩნდეს. მისი ასეთი საქციელი სპორტის კანონებს და გამოწვევებს ეწინააღმდეგება. ეს სპორტის უპატივცემულობაა.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცვა და რამდენიმე დღეში, ქამრის მორიგი დაცვა დააანონსა. ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ „მანქანა“ მომდევნო საჩემპიონო ჩხუბს 7 დეკემბერს, პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა გახოკიძე: „თურქეთს კვარას ნახევარი დონის ფეხბურთელიც არავინ ჰყავს“
გოგა გახოკიძე: „თურქეთს კვარას ნახევარი დონის ფეხბურთელიც არავინ ჰყავს“