კილიან მბაპე
Aa
Aa

“ყურადღება არ მომაქცია და თავი ვერ შევიკავე“ - ხილი მბაპესთან ინციდენტზე

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგ მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ფილადელფიაში პარაგვაის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან კილიან მბაპემ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხილსა და რეალის სუპერვარსკვლავს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. პარაგვაელმა მეკარემ კილიანს ბურთი ზურგში ესროლა და მოარტყა, რაზეც მოგვიანებით მან კომენტარი გააკეთა.

ხილი:

„ემოციებით დატვირთული მატჩი იყო. როდესაც კილიან მბაპემ ყურადღება არ მომაქცია, თავი ვერ შევიკავე და ხასიათი გამიფუჭდა. მე მხოლოდ ხელის ჩამორთმევა და გამარჯვების მილოცვა მინდოდა. იმ მომენტში ემოციებმა მძლია.“

კილიან მბაპე ამ გოლით ბომბარდირთა დავაში ლიონელ მესის გაუთანაბრდა. ფრანგ და არგენტინელ შემტევებს ამ მუნდიალზე 7-7 გოლი აქვთ გატანილი.

1/4 ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში კანადას 3:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალფარო: “პარაგვაიმ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერებთან შეუძლია კონკურენცია“
ალფარო: “პარაგვაიმ დაამტკიცა, რომ ყველაზე ძლიერებთან შეუძლია კონკურენცია“