ლევანდოვსკის შემდეგ მექვაბიშვილი? - ჩიკაგო ფაერმა კრაიოვას მიმართა
საქართველოს ნაკრებისა და რუმინული „კრაიოვას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა MLS-ში, „ჩიკაგო ფაერში“ გააგრძელოს. ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ როშუ ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ამერიკულმა კლუბმა „კრაიოვას“ ოფიციალური წინადადებითაც მიმართა.
„ჩიკაგომ“ მექვაბიშვილის სანაცვლოდ „კრაიოვას“ 1.8 მილიონი ევრო შესთავაზა. ბონუსებთან ერთად ტრანსფერის ღირებულება შესაძლოა 2.2 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს. გარდა ამისა, ამერიკელები მზად არიან, „კრაიოვას“ მექვაბიშვილის მომდევნო ტრანსფერიდან 15% გადაუხადონ“, - წერს რუმინელი ჟურნალისტი.
მანამდე რუმინული მედია მექვაბიშვილის სახელს ბერძნულ „აეკს“ უკავშირებდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თვითონ ფეხბურთელმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეკის მხრიდან დაინტერესება ნამდვილად არსებობს.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ჩიკაგო ფაერს“ რობერტ ლევანდოვსკი შეუერთდა, რომელსაც „ბარსელონაში“ კონტრაქტი ამოეწურა. მედიის ინფორმაციით, „ჩიკაგო ფაერი“ ლუკა მოდრიჩისა და ლეონ გორეცკას დამატების შესაძლებლობასაც განიხილავს.