ნინო სალუქვაძე
Aa
Aa

სალუქვაძის დიდი დაფასება - ქართული სპორტის ლეგენდის ახალი თანამდებობა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. ქართული და მთლიანად მსოფლიო სპორტის ლეგენდის საკუთარ გუნდში მუშაობის ინიციატორი კონფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე რატნერი იყო, რომელსაც დელეგატებმა ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევის გარდა, დააამტკიცეს პრეზიდიუმის წევრები, რის შემდეგაც სამომავლო გეგმებსა და იმ პრიორიტეტებზე იმსჯელეს, რომელიც სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ სალუქვაძე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი და გინესის რეკორდსმენია, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონიცაა.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ანალოგიურ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე როგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ასევე სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციაშიც მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა
ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა