ავტო ავარია - ინტერის მეკარე 81 წლის მამაკაცს დაეჯახა
ინტერის მეკარე ხოსეპ მარტინესი ტრაგიკულ ავარიაში მოყვა. ავტომობილს თავად მარტინესი მართავდა რა დროსაც ის ელექტრო ეტლით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა.
81 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სამშაბათს(დღეს) დილით, ადგილობრივი დროით 09:40 საათზე მოხდა ფენერგოს სოფელში.
მიუხედავად ფეხბურთელის მხრიდან დახმარების მცდელობისა და სასწრაფო დახმარების, მათ შორის საავიაციო ბრიგადის ჩარევისა, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
იტალიის პოლიცია ავარიის გარემოებებს უკვე იძიებს. შემთხვევის შემდეგ ინტერმა დღეს დაგეგმილი მთავარი მწვრთნელის, კრისტიან კივუს პრესკონფერენცია გააუქმა.
ცნობისთვის, მარტინესი ნერაძურის შარშან ზაფხულში ჯენოადან შეუერთდა და სეზონის განმავლობაში სერია A-ში ორჯერ იასპარეზა.
რა თქმა უნდა, ის ინტერის განაცხადში სერია ა-ს მორიგ ტურში ფიორენტინას წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა გაურკვეველია.