„ვცდილობთ, ფეხბურთელების დრო სწორად ვმართოთ“ - ენრიკე ლორიენთან მატჩის წინ
ხვალ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ენრიკემ:
„ხვალინდელი მატჩისთვის ჩვეულებრივ ვემზადებით. განსაკუთრებული არაფერი დაგვიგეგმავს. რთული კალენდარი? ბუნებრივია, ეს რაღაც მომენტში გეგმებს გვიცვლის, მაგრამ ამჟამად მხოლოდ „ლორიენთან“ მატჩზე ვართ კონცეტრირებულები.“
„როგორ მოვიყვანე მრავალფეროვანი მოთამაშეები? ბოლო 15 წლის განმავლობაში მობილურობა ძალიან შეიცვალა და ისეთი ფეხბურთელები წამოვიდნენ, რომელთაც მრავალ პოზიცაზე შეუძლიათ თამაში, ეს ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თქვენც ხედავთ, როდესაც ტრავმები გვაქვს, ფეხბურთელები ამ პოზიციებს კარგად ავსებენ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემს მოთამაშეებში ამას ვაფასებ. ეს ძალიან პოზიტიურია.“
„მოთამაშეების კომფორტის ზონიდან გამოყვანა? მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები კომფორტის ზონიდან გამოვიყვანოთ. როდესაც მათ ვეკითხები, თუ სად უყვართ თამაში, ისინი მპასუხობენ „იქ, ან იქ...“ თუმცა, გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი გონება გახსნა, რათა სხვა, უფრო მომგებიანი როლი იპოვონ. მაგალითი ისაა, რომ ხედავთ, თუ როგორ იცვლიან პოზიციებს თამაშის განმავლობაში.“
„ითამაშებს, თუ არა ფაბიან რუისი ბაიერნთან? ვცდილობთ, ჯერ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ, მეტი არაფერი. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. რა თქმა უნდა, შესანიშნავი ამბავია, რომ ფეხბურთელები ბრუნდებიან, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა. მინდა, რომ ყველა ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. ის და ნევეში თითქმის სრულად გამოჯანმრთელდნენ.“
„ლუკას ბერალდო? დაცვაში კონკურენციის შემდეგ ის გაუმჯობესდა და იმედი მაქვს, ყველა ფეხბურთელი მასსავით მოიქცევა. ვცდილობთ გავუმჯობესდეთ როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ბერალდო ძალიან ახალგაზრდაა და უკვე დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით მისი ინდივიდუალური დაცვის უნარი და მოედანზე მტკიცე ხასიათი მომწონს. მართალია, ის იმდენს არ თამაშობს, რამდენიც სურს, მაგრამ პსჟ-ს ფეხბურთელობა რთულია.“
„რა შეიცვალა გასულ სეზონში წარმატების შემდეგ? ყველაფერი, თუმცა არ ფიქრობ იმაზე, რაც წარსულში გააკეთე. უნდა იფიქრო ჯერ კიდევ რა გინდა გააკეთო, კერძოდ, ტიტულების მოგებას ვგულისხმობ. დადგა დრო, რომ კვლავ ამბიციური იყო და კიდევ მოიგო ყველა ტიტული“.
„მიეცემათ თუ არა ხვალ შანსი გამოუცდელ ფეხბურთელებს? ვნახოთ. ვცდილობთ, 90 წუთი ფეხბურთელებისთვის სწორად დავაბალანსოთ და დრო სწორად გადავანაწილოთ. გვინდა, ყველას სათამაშო დრო სწორად ვმართოთ.“
9 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 20 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. „ლორიენსა“ და პსჟ-ს შორის ხვალინდელი მატჩი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.