კვერნაძის ბრწყინვალე დრიბლინგები | ფროზინონემ ენტელა დაამარცხა
იტალიის სერია B-ს მე-10 ტურში „ფროზინონემ’’ შინ „ენტელა’’ 4:0 დაამარცხა.
36-ე წუთზე 21 წლის ანტონიო რაიმონდომ მასპინძლები დააწინაურა, 59-ე წუთზე გაბრიელე ბრაკალიამ კუთხურისას თავით შეაგდო. 78-ე წუთზე მასიმო ძილიმ გაიტანა, მე-80 წუთზე - ილიას ქუცუპიასმა.
„ფროზინონეს’’ სასტარტო 11-ეულში გიორგი კვერნაძემ 90 წუთი ითამაშა, მისი თამაშიდან სამი მომენტია გამოსარჩევი, როცა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და კარის მიმართულებით დაარტყა. განსაკუთრებით გამოსარჩევი პირველი მომენტი იყო, როცა რამდენიმე ფეხბურთელს აჯობა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია B-ში 10-დან 8 მატჩი ჩაატარა. მე-5 ტურში „მანტოვასთან’’ მაღალი ტემპერატურის გამო არ უთამაშია, მე-6 ტურში „ჩეზენასთან’’ გააძევეს და „ვენეციასთან’’ დისკვალიფიცირებული იყო. სერია B-ში საგოლე მოქმედება არ აქვს, თუმცა თასის პირველ რაუნდში „მონცასთან'' გამარჯვების გოლი გაიტანა. განსხვავების შემქმნელი ფეხბურთელია, რაც დღევანდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა.
კვერნაძეს, რომელსაც Transfermarkt-ი 1,5 მილიონ ევროდ აფასებს, „ფროზინონესთან’’ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.