კარიმ ადეიემი
Aa
Aa

შეყვარებულის ახირების გამო - ადეიემიმ დორტმუნდის დატოვება გადაწყვიტა

მსოფლიო ფეხბურთში, ფეხბურთელების შეყვარებულები და ცოლები მათ კარიერაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ.

ხშირ შემთხვევაში საქმე დადებით გავლენაზე გვაქვს, მაგრამ ის, რაც დღეს გერმანულ მედიაში გავრცელდა, დადებითთან ახლოსაც არ არის.

BILD-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიას შემტევს კარიმ ადეიემს კლუბის დატოვება მხოლოდ იმის გამო სურს, რომ მის შეყვარებულს ქალაქ დორტმუნდში ცხოვრება მობეზრდა და სხვა ევროპულ მაღალი დონის ქვეყანაში სურს ცხოვრება.

წყაროს ცნობით, 23 წლის გერმანელი შეყვარებულის ამ „ახირებას“ დათანხმდა და საკუთარ აგენტს კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შედეგად ადეიემმა ის დაითხოვა და ახალი აგენტი აიყვანა.

ადეიემი თვლის, რომ მისი საფეხბურთო უნარების ფონზე, უკეთეს გუნდში თავისუფლად შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ კარიმი გერმანულ გუნდს 2022 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 128 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 32 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები