ლევანტე Vs ვილიარეალი - ცნობილია მატჩის ჩატარების სავარაუდო თარიღი
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასული ტურის მატჩი ვილიარეალსა და ლევანტეს შორის გადაიდო.
ამის მიზეზი მოსალოდნელი უამინდობა იყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საგანგებო სიტუაციების ცენტრმა ვალენსიაში ქარიშხლის და ძლიერი წვიმის გამო წითელი განგაში გამოაცხადა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ როდის გაიმართება აღნიშნული დაპირისპირება. ესპანეთის ფეხბურთი ფედერაციას ამ მატჩის გამართვა 7 ან 8 იანვარს სურს, რადგან ამ პერიოდში ვილიარეალს და ლევანტეს თავისუფალი კალენდარი აქვთ.
ფედერაციამ კლუბებს მოსაფიქრებლად 5 სამუშაო დღე მისცა. ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ვილიარეალი გადადებულ მატჩს მოიგებს, სატურნირო ცხრილში მადრიდის რეალს 2 ქულით გაასწრებს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ყვითელ წყალქვეშა ნავს 15 ტურის შემდეგ, 35 ქულა აქვს და რეალს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მარსელინოს გუნდს ბლანკოსისგან განსხვავებით 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.