ისტორიული აღიარება - აზარი პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს
ედენ აზარის კარიერა ისე არ დასრულებულა, როგორც ამას მისი გულშემატკივრები ელოდნენ, თუმცა ბელგიელი ყოფილი ფეხბურთელი ინგლისში დააფასეს.
აზარი გახდა პირველი ბელგიელი ფეხბურთელი, რომელიც დიდების დარბაზში შეიყვანეს. ის 2025 წელს მეორე არჩეული წევრია გარი ნევილის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ედენი ლონდონის ჩელსიში 2012/2019 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 352 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 110 გოლი გაიტანა და 88 საგოლე პასი შეასრულა. აზარი ჩელსისთან ერთად 2-ჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი.
ასევე შეგახსენებთ, 2014/2015 წლებების სეზონში ბელგიელი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ცნობისთვის, დიდების დარბაზში ისეთ დიდებულ ხალხს შეუერთდა, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, ფრენკ ლამპარდი, ტიერი ანრი, დევიდ ბექჰემი და სხვები არიან.
რაც შეეხება ედენის საფეხბურთო ბოლო წლებს, ის 2019 წელს რეალში გადავიდა, თუმცა გაუთავებელი ტრავმების გამო ფეხი ვერ მოიკიდა და 2023 წელს კარიერა დაასრულა.