„მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ძალიან მინდა, მაგრამ...“ | რას ამბობს ლიონელ მესი
ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს მუნდიალზე თამაში და არგენტინასთან ერთად ტიტულის დაცვა სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
„მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში რაღაც დაუჯერებელი მოვლენაა. თუ გადავწყვეტ, რომ ვითამაშო, მინდა ტურნირს კარგ ფორმაში შევხვდე და არგენტინის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო. როდესაც ინტერ მაიამისთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებ, ვნახავ, შემეძლება თუ არა ჩემი ძალების 100%-ით წარმოჩენა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
რა თქმა უნდა, თამაში ძალიან მინდა, რადგან საუბარი მსოფლიო ჩემპიონატს ეხება. 2022 წელს ჩემპიონები გავხდით და ტიტულის დაცვა ბრწყინვალე მომენტი იქნებოდა. ეროვნული ნაკრების რიგებში თამაში ყოველთვის ჩემი ახდენილი ოცნებაა.“
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გაიმართება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება, ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება.