ლივერპული სალაჰის შემცვლელად ენტონი გორდონს განიხილავს
„ლივერპული“ „ნიუკასლს“ ინგლისელ ვინგერს, ენტონი გორდონს, მოჰამედ სალაჰის სტრატეგიულ შემცვლელად განიხილავს იმ დროისთვის, როდესაც ეგვიპტელი თავდამსხმელი გუნდის შეტევის ცენტრალური ფიგურა აღარ იქნება.
გუნდში სალაჰის მომავლის გაურკვევლობოს გათვალისწინებით, „ლივერპული“ ტრანსფერების განხორციელებას იანვარში ან მომავალ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.
როგორც Fichajes-ი იუწყება, „წითლების“ ანალიტიკოსები და სკაუტები ერთ წელზე მეტია ყურადღებით აკვირდებიან გორდონის თამაშს.
24 წლის ენტონი აღმავლობის გზაზეა და როგორც ჩანს, შესანიშნავი ვარიანტია „წითლების“ შეტევის გასაძლიერებლად.
ამ სეზონში გორდონმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, ფეხბურთელის ანგარიშზეა 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის სალაჰმა შესაძლოა „ლივერპული“ უკვე ზამთარში დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.