მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰმა ახალი ისტორია დაწერა - ეგვიპტემ მუნდიალის საგზური მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეგვიპტის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად  ჯიბუტი 3:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური გაინაღდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა, რითიც ახალი ისტორია დაწერა.

ფარაონი აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ცნობისთვის, ეგვიპტის ნაკრები მუნდიალზე ისტორიაში მეოთხედ იასპარეზებს. ასევე გეტყვით, რომ აფრიკული ზონის 9 ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ მუნდიალზე ითამაშებენ. 4 მეორე ადგილოსანი პლეი-ოფში დარჩენილ 1 საგზურს გაითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და მექსიკაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდება და გამართლება 17 წლის შემდეგ - პადოვანოს ისტორია
ნარკომაფიასთან კავშირის ბრალდება და გამართლება 17 წლის შემდეგ - პადოვანოს ისტორია