ისევ ტრავმა - კარვახალი 2-3 თვეს გამოტოვებს
დანი კარვახალს მუხლის ტრავმა მიიღო. როგორც მადრიდის „რეალში“ აცხადებენ, მცველს ართროსკოპია დასჭირდება.
26 ოქტომბერს, ესპანელმა „ბარსელონასთან“ მატჩში ითამაშა, რომელშიც მისმა გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა. დანი მოედანზე 72-ე წუთზე გავიდა.
COPE იუწყება, რომ 33 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო, 2-3 თვეს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ კარვახალი წვივის კუნთის ტრავმის შემდეგ, მოედანზე ახლახან დაბრუნდა.
დანი „რეალის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა. გეტყვით ასევე, რომ Transsfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.