ხვიჩა სათადარიგოზე? | როგორია პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ლორიენთან
დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგა 1-ის მე-10 ტურში სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა Le Parisien-მა და L’Equipe-მა სავარაუდო შემადგენლობები დაასახელეს. Le Parisien-ის ვერსიით, ქართველი შემტევი სათადარიგო სკამზე იქნება, L’Equipe კი მოიაზრებს, რომ ლუის ენრიკე ხვიჩას სასტარტო შემადგენლობაში დააყენებს.
Le Parisien-ის შემადგენლობა:
შევალიე, მენდეში, ბერალდო, მარკინიოსი, ზაირე-ემერი, დუე, ვიტინია, ლი, მბაიე, რამუში, დემბელე.
სათადარიგო: საფონოვი, მარინი, პაჩო, ზაბარნი, ბოლი, ერნანდესი, კამარა, ნევეში, კვარაცხელია, მაიულუ, ნდჯანტუ, ბარკოლა.
L’Equipe-ის შემადგნელობა:
შევალიე, მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, მაიულუ, დუე, ვიტინია, ლი, კვარაცხელია, დემბელე, მბაიე.
სათადარიგო: საფონოვი, მარინი, ბერალდო, კამარა, ერნანდესი, ნევეში, ზაირე-ემერი, ნდჯანტუ, ბარკოლა, რამუში.
დღევანდელ შეხვედრას აშრაფ ჰაკიმი და ფაბიან რუისი გამოტოვებენ, ასევე საეჭვოა ჟოაო ნევეშის თამაშიც.
მომდევნო კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მორიგ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, რის გამოც, ფრანგული მედია მოიაზრებს, რომ ლიგა 1-ის უახლოეს ორ შეხვედრაში ლუის ენრიკე როტაციას მიმართავს და გუნდის ლიდერებს ნაკლებად დატვირთავს.
9 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 20 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. „ბაიერნთან“ შეხვედრამდე პარიზული გუნდი დღეს „ლორიენს“, შაბათს კი საკუთარ მოედანზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.