ქოჩორაშვილი პირველი ვარიანტი აღარაა | რას წერს პორტუგალიური პრესა
გიორგი ქოჩორაშვილს „სპორტინგში“ ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. 2025/26 წლების სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 513 წუთი გაატარა. მისი ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემაა.
პორტუგალიურ პრესაში „სპორტინგის“ ნახევარდაცვაში არსებულ კონკურენციაზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. „ქოჩო“ ჰიდემასა მორიტას მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა — რუი ბორჟესი მასზე წინ ჟოაუ სიმოესს აყენებს.
A Bola-ს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან მოეწონა თამაში, რომელიც სიმოესმა ბოლო შეხვედრებში აჩვენა. ბორჟესი აპირებს, მას უფრო მეტი ნდობა გამოუცხადოს და შესაძლოა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა მორიტას ძირითადი შემადგენლობის ადგილიც წაართვას.
A Bola-ს ინფორმაციით, ქოჩორაშვილი ამ ეტაპზე მესამე ვარიანტად იქცა და მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც „სპორტინგი“ „ალვერკას“ წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. „სპორტინგისა“ და „ალვერკას“ მატჩი 1-ელ ნოემბერს, თბილისის დროით 00:15-ზე დაიწყება.