დე ლაურენტისი: ულტრასების 10-15% კრიმინალია
აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთის გულშემატკივრებსა და მათ მაღალ მოთხოვნებზე ისაუბრა.
„როდესაც ფეხბურთში მოვედი, არაფერი ვიცოდი მის შესახებ. როდესაც 4-4-2 სქემაზე მომიყვეს, ვიფიქრე, რომ ეს მაგიდასთან ჯდომის წესი იყო. შოუბიზნესმა (ფილმები, კონტრაქტები და ა.შ.) მასწავლა დისციპლინა და მეწარმეობა. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, მას არ აქვს წერილობითი სცენარი.
მე ნაპოლი მაშინ შევიძინე, როდესაც ის გაკოტრდა. ჩვენ არაფერი გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ფეხბურთში ყველაფერი მატჩიდან მატჩამდე ხდება. მე არასოდეს გამიგია, რომ ფილმების მოყვარულები სულ უფრო მეტს ითხოვდნენ, მაშინ როცა ფეხბურთის სამყაროში (ფანატებისთვის) საკმარისი არასდროს არის. ისინი ითხოვენ ხელმოწერებს და სხვა რაღაცებს – ხშირად ეს ადამიანები ფენტეზი-ფეხბურთს თამაშობენ და ძალიან ცოტა რამ ესმით რეალურ ფეხბურთზე.
ვგრძნობ, რომ უმეტესობას ვუყვარვარ, მაგრამ მაკრიტიკებენ ისინი, ვინც სტადიონზე დადის. მათ შორის 10-15% ულტრასია, რომლებიც ყველაზე ხშირად კრიმინალები არიან. ნახეთ, რა ხდება ამ მხრივ ინტერთან და მილანთან მიმართებით?“,
– თქვა „ნაპოლის“ მფლობელმა RSI-სთან ინტერვიუში.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        