ბითაძის 100%-ანი მატჩი - ორლანდო დეტროიტთან დამარცხდა
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „დეტროიტ პისტონს“ დაუპირისპირდა და 19 ქულის სხვაობით, 135:116 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. გოგამ მოედანზე 26:31 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი დააფიქსირა. ბითაძეს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და 5-დან ხუთივე ორქულიანი ზუსტად შეასრულა. მის ანგარიშზე ასევე 4 პერსონალური ჯარიმაც იყო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „პისტონსის“ კალათბურთელი ქეიდ კანინგემი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 35 წუთში ორმაგი დუბლი დააფიქსირა - 30 ქულა, 6 მოხსნა, 10 ასისტი, ორლანდოდან კი ასევე ორმაგი დუბლით საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 24 ქულა, 11 მოხსნა, 7 ასისტი 34 წუთში.
5 სათამაშო დღის შემდეგ, „ორლანდო მეიჯი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში 1 მოგებითა და 4 მარცხით მე-13 ადგილზე იმყოფება. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, სტუმრად „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.