არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ხელმძღვანელობას ვესაუბრე, ოქტომბერ-ნოემბერში ვიჩხუბებ“ - ცარუკიანი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში აპირებს ჩხუბს და მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, ილია თოფურია არ იქნება.

რას ამბობს „ახალქალაქელი“:

„თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნება იანვარ-თებერვალში სურს, მე კი უკვე დიდი ხანია არ მიჩხუბია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში დავბრუნდება. UFC 319-ის შემდეგ პრომოუშენის ხელმძღვანელობას ვესაუბრე. მითხრეს, რომ შესაძლოა აბუ-დაბიში ან კატარში ჩამინიშნონ ჩხუბი. ეს შეიძლება იყოს ჯასტინ გეიჯი, დენ ჰუკერი ან პედი პიმბლეტი. მე მინდა, რომ პედი იყოს. გავალ და ნოკაუტით მოვუგებ“.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში 25 ოქტომბერს UFC 321 გაიმართება - ღონისძიების მთავარი მოვლენა ტომ ასპინალისა და სირილ განის საჩემპიონო ბრძოლა იქნება, თანამთავარი მოვლენა კი ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. რაც შეეხება კატარის ტურნირს, ის 22 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლოს 2024 წლის აპრილში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირას მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია და სატიტულო შანსი მიიღო, თუმცა ისლამ მახაჩევთან ჩხუბამდე ერთი დღით ადრე ტრავმის გამო წონის კლების ვერ დაასრულა და ბრძოლას ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მეტოქე შერჩეულია | ვისთან სურს ქამრის დაცვა ჩიმაევს
ახალი მეტოქე შერჩეულია | ვისთან სურს ქამრის დაცვა ჩიმაევს