ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ლერონ მერფი
Aa
Aa

„ჩემი მეტოქე ალბათ მერფი იქნება“ - ვოლკანოვსკი ევლოევს გამორიცხავს

UFC-ის თითქმის ყველა დივიზიონში მეტ-ნაკლებად გარკვეულია თუ ვის წინააღმდეგ მოუწევთ მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის დაცვა, თუმცა ქვემსუბუქი წონის სახით გამონაკლისი მაინც არსებობს. ილია თოფურიას სხვა დივიზიონში გადასვლის შემდეგ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ქამრის დაბრუნების იდეალური შანსი მიეცა, რაც მან კარგად გამოიყენა და დიეგო ლოპესის დამარცხებით ისევ ჩემპიონი გახდა. შერეული ორთაბრძოლების ავსტრალიელი ლეგენდა მომდევნო ბრძოლის ჩანიშვნის მოლოდინშია, სადაც თუ აქამდე დარწმუნებული იყო, რომ მისი მეტოქე მოვსარ ევლოევი იქნებოდა, ახლა ამაში ეჭვი თავადაც ეპარება.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ახლაც ვფიქრობ, რომ მოვსარმა სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას ამაზე უარი უთხრან. არ დაგავიწყდეთ, ინგუში მებრძოლი აარონ პიკოსთან ჩხუბს ტრავმის მიზეზით ჩაეხსნა, ასეთ საქციელს კი დენა უაითი იოლად არავის პატიობს. მე ვფიქრობ, რომ ლერონ მერფი იქნება ჩემი შემდეგი მეტოქე, რადგან ისეთი პერფომანსის ფონზე გამარჯვებას, როგორიც მან პიკოსთან შემოგვთავაზა, ორგანიზაციაში ძალიან აფასებენ.

ცნობისათვის, მოვსარ ევლოევი UFC-ის დაუმარცხებელი მებრძოლია, თუმცა მის მიღწევებს ხშირად აკნინებენ იმის გამო, რომ ყველა გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარი პირველად მოითხოვეს - ევლოევი სატიტულო ბრძოლას უახლოვდება
მოვსარი პირველად მოითხოვეს - ევლოევი სატიტულო ბრძოლას უახლოვდება