ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Sports Illustrated-ის რეიტინგში

ამერიკულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. ტოპ-25-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა. „კვარა“ მხოლოდ რაფინიას ჩამორჩა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში „კვარადონას“ მეტსახელი შემთხვევით არ მიუღია. დიეგო მარადონას მსგავსად, მან ნაპოლის, საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ, სკუდეტო მოაგებინა. თუმცა საქმე მხოლოდ ტიტულებში არაა — ზოგჯერ ის მარადონასავით თამაშობდა.

ხვიჩა დიეგოზე მაღალია და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს, ცენტრალური პოზიციის ნაცვლად. სოლო-რეიდების, მეტოქეებზე უშიშრად წასვლებისა და სანახაობრივი სტილის წყალობით, „კვარა“ საკულტო გმირად მალევე იქცა. მის თამაშში არის თავბრუდამხვევი, ინსტინქტური ელემენტი, რომელიც გულშემატკივრებს ფეხზე აყენებს, ხოლო მცველებს მინდორზე აგდებს.

2025 წლის იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია კიდევ უფრო წინ წავიდა. ის სარეკორდო სეზონის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელშიც პსჟ-მ ისტორიული ოთხი ტიტული მოიგო — მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელიას ღირებულება ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა. მარადონას მსგავსად, ქართველი სუპერვარსკვლავი შეუძლებელს ჩვეულებრივად აქცევს,“ — წერს Sports Illustrated.

ამერიკული ჟურნალისტ ტოპ 10 ასე გამოიყურება: 1) რაფინია, 2) ხვიჩა კვარაცხელია, 3) ვინისიუს ჟუნიორი, 4) ბრედლი ბარკოლა, 5) კოდი გაკპო, 6) ადემოლა ლუკმანი, 7) რაფაელ ლეაუ, 8) ნიკო უილიამსი, 9) ლუის დიასი, 10) კენან ილდიზი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის უარი პარიზსა და რენს | აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს
მიქაუტაძის უარი პარიზსა და რენს | აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს