ნაკრებს მიღმა - ანჩელოტი უახლოეს მატჩებში მილიტაოს და ვინისიუსს არ გამოიძახებს
სულ მალე სანაკრებო მატჩები დაიწყება და ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მატჩს გამართავს.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სელესაოს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალის 2 ფეხბურთელს ვინისიუს ჟუნიორს და ედერ მილიტაოს არ გამოიძახებს.
ვინის არ გამოძახების მიზეზი ის არის, რომ მას პირველ რიგში დისკვალიფიკაცია აქვს და პირველ შეხვედრას გამოტოვებს. მეორე მატჩისთვის კი ასვენებს.
რაც შეეხება მილიტაოს, რეალის უკანახაზელსაც დასვენების საშუალებას აძლევს. მან ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა და ანჩელოტი თვლის, რომ მისთვის ამდენი დატვირთვა არ შეიძლება.
ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 სექტემბერს ჯერ ჩილეს დაუპირისპირდება, ხოლო 10 სექტემბერს ბოლივიას ესტუმრება.