კაი ჰავერცი
Aa
Aa

ჰავერცს ტრავმა აქვს - არსენალი მის შემცვლელს ეძებს

ტრავმის გამო, კაი ჰავერცი „არსენალის“ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. ამის შესახებ The Athletic-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის შემტევმა ნახევარმცველმა მუხლის დაზიანების გამო, დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

მათივე ცნობით, „მეთოფეებმა“ სატრანსფერო ბაზრის შესწავლა დაიწყეს და მის შემცვლელს ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ კაის გასულ სეზონში, თებერვლის დასაწყისიდან მაისის მეორე ნახევრამდე, უკანა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია. მთლიანობაში მან 38 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ 26 წლის გერმანელი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 65 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი გავარდება | Opta-ს პროგნოზი ბუნდესლიგის ახალ სეზონზე
ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი გავარდება | Opta-ს პროგნოზი ბუნდესლიგის ახალ სეზონზე