ეკო გორგოძე
Aa
Aa

აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაცია | გორგოძემ უოთსონს მოუგო

ეკო გორგოძემ აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაცია გამარჯვებით დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ჰიზერ უოთსონი (161) იყო.

პირველი სეტი გორგოძემ 3:6 დათმო, თუმცა შემდეგ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და მეორე სეტში 6:3, მესამე სეტში კი 6:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გორგოძის მეტოქე ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსი (86) იქნება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად გორგოძეს სამი ეტაპის გავლა დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო
ალკარასმა ცინცინატის მასტერსი მოიგო