გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ეროვნულ გუნდს სიყვარული ბევრჯერ დაუმტკიცა“ - ბოსნიელები თოკოსა და საქართველოს ნაკრებზე

ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე და შესაძლოა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი ბოსნიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, კარგი შედეგებით ვერც ქართველი კალათბურთელები იამაყებენ, რომელთაც ყველა საკონტროლო თამაში წააგეს. კონტინენტის პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილ ბოსნიურ გამოცემა Meridiansport-ში საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ასე იყო დახასიათებული:

„გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომელიც მომდევნო სეზონიდან „ბარსელონას“ ღირსებას დაიცავს. თოკომ არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიყვარული და თავგანწირვა ეროვნული გუნდის მიმართ. ის თითოეულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების დროს, დებს პუნქტს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ნაკრების დახმარება შეეძლება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც კოლეჯების ლიგაში გამოსვლის შემდეგ, NBA-ში 2021 წლიდან ასპარეზობს და სხვადასხვა დროს „მილუოკი ბაქსისა“ და „სან ანტონიოს“ რიგებში თამაშობდა. მარტში კი მსოფლიოს უძლიერესი ლიგის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, რადგან 34 ქულის დაგროვება სარეკორდოდ მცირე დროში (19 წუთში) მოახერხა.

ამას თუ დავუმატებთ გოგა ბითაძეს, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონიდან სეზონამდე უმატებს და ყველაზე გამოცდილ გიორგი შერმადინს, ანგარიშგასაწევ ნაკრებს მივიღებთ, რომელსაც კამარ ბოლდუინის სახით საკმაოდ ხარისხიანი ლეგიონერი ჰყავს და ამ გუნდის დაუფასებლობა კარგს არაფერს მოგვიტანს“.

ცნობისათვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა წინა ხუთი ევრობასკეტიდან საუკეთესო შედეგი 2011 წელს, სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე აჩვენა, როდესაც ლიეტუვაში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესარჩევში კორსანტიას დიდი იმედი მაქვს“ - მათიაშვილის ოპტიმისტური განწყობა
„შესარჩევში კორსანტიას დიდი იმედი მაქვს“ - მათიაშვილის ოპტიმისტური განწყობა