ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: „მასტერსებზე დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ“

წლების მატებასთან ერთად, ნოვაკ ჯოკოვიჩს სულ უფრო მეტი ტურნირის გამოტოვება უწევს. გულშემატკივართა ნაწილი, რომელთაც 38 წლის ლეგენდარული სერბის კორტზე ხილვა გამუდმებით სურთ, ფიქრობდა, რომ სხვადასხვა შეჯიბრებებზე მისი არყოფნა ძირითადად ტრავმებით იყო განპირობებული. თუმცა, სამშობლოში მყოფმა ნოლემ ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის შეცვლასაც აღარ აპირებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ჩემს გეგმებში მხოლოდ დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობა შედის და 2-კვირიან მასტერსებზე დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ. რაში მჭირდება? რეიტინგში ლიდერობას მიზნად აღარ ვისახავ და არც ქულების დაგროვებასა და დაცვაზე ვზრუნავ. გადაწყვიტე ოჯახის წევრებთან უფრო მეტი დრო გავატარო და საერთოდაც, ვთვლი, რომ დავიმსახურე, თავად გადავწყვიტო, რომელ ტურნირზე ვითამაშებ და როდის დავისვენებ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის ტურნირებიდან ყველაზე დიდ წარმატებას ავსტრალიის ღია პირველობაზე აქვს მიღწეული, სადაც 10-ჯერ გაიმარჯვა. უიმბლდონზე, ამერიკის ღია პირველობასა და როლან გაროსზე კი ჩემპიონის ტიტული შესაბამისად, 7-ჯერ, 4-ჯერ და 3-ჯერ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი ციცინატის მასტერსს ჩაეხსნა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ციცინატის მასტერსს ჩაეხსნა