ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„პსჟ-მ კვარა-ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონზე მეტი შემომთავაზა...“

აურელიო დე ლაურენტისი ყოველთვის ხისტი და პირდაპირი საუბრით გამოირჩევა. „ნაპოლის“ მფლობელმა „კორიერე დელა სერას“ ყოველკვირეულ გამოცემას Sette-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც ნაწილ ნაწილ ვრცელდება. „პარტენოპეის“ პრეზიდენტი კვარაცხელიას ტრანსფერზეც საუბრობს, რომლის ნახვაც ჩვენს ვებ გვერდზე უკვე შეგიძლიათ.

ამჯერად, იტალიური პრესა დე ლაურენტისის მორიგ ამონარიდს ავრცელებს, სადაც ის ადასტურებს, რომ პსჟ-მ გასულ ზაფხულს ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტის სანაცვლოდ 200 მილიონი შესთავაზა.

„გასულ ზაფხულს პსჟ ოსიმენისა და კვარაცხელიას შეძენას ერთდროულად შეძენას ცდილობდა და მათ სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტიც შემომთავაზეს. მაგრამ კონტეს დავპირდი, რომ მათ შევინარჩუნებდი და ამის გამო პარიზელთა წინადადებაზე დათნახმებას არ ვაპირებდი.

გვქონდა იდეა, რომ თუ კვარა-ოსიმენს სარფიანად გავყიდდით, შემდეგ იქიდან მიღებული თანხით გიოკერეშს შევიძენდით“.

ცნობისთვის, შვედი ფორვარდი „სპორტინგიდან“ „არსენალში“ დაახლოებით 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები