გიორგი კვერნაძე, მასიმილიანო ალვინი, ფროზინონე
Aa
Aa

„დედაჩემმაც კი მითხრა, რომ ძალიან მოსწონს“ - ფროზინონეს მწვრთნელმა კვერნაძეზე ისაუბრა

გიორგი კვერნაძის დღევანდელი გოლისა და „ფროზინონეს“ გამარჯვების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ განვლილი მატჩი შეაფასა და ქართველი შემტევის შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს ალვინი:

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მაღალი დონის, სანახაობრივი და სასიამოვნო თამაში იქნებოდა. მოვლენების განვითარებას წინასწარ ვერ განჭვრეტ, თუმცა ეს იყო შინაარსიანი მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ — იტალიური ფეხბურთის მშვენიერი დღე აქ, ფროზინონეში.

მიხარია მათ გამო, ვინც ნაკრებში მიდის. 14-15 ფეხბურთელის გამოკლებას არ ვარ მიჩვეული და უკვე იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ ვიმუშავებდით ამ კვირაში. ემოციებს არ ვყვები, წლებმა უფრო მეტად დაფიქრებული გამხადა. გუშინ კლუბის მფლობელები ჩამოვიდნენ და სასიამოვნოა, რომ მათ ღიმილი ვაჩუქეთ.

უკვე 48 მატჩია გუნდს თავისი მკაფიო იდენტობა აქვს, „ფროზინონე“ საკუთარ გზას აგრძელებს. ჩვენ ვიცით, რაც გველის და ვიცით, რა გზას უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, პრეზიდენტი კონკრეტულად ახალწვეულებს გულისხმობდა.

როგორ აფასებთ კვერნაძის პროგრესს?

ძალიან მიყვარს კვერნაძე, ის შესანიშნავი ბიჭია. დედაჩემმაც კი მითხრა, რომ ეს ფეხბურთელი მოსწონს. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში წავა, მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ მასთან ვიმუშავებთ.

საგულისხმოა, რომ გიორგი კვერნაძემ სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა და ასისტის ჩათვლით, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში დატოვა მოედანი შედეგიანი მოქმედებით. ქართველ შემტევს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს.

ამ გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-5 ადგილზე იმყოფება და 10 ქულა აქვს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სტუმრად, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს