„საბა ჩაკვეტაძემ გვირჩია და კარგად დაგვიხასიათა“ - უდინეზეს სპორტული დირექტორი
დღეს უდინეში საბა გოგლიჩიძის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი „უდინეზესთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ადგილობრივ მედიას პირველად გაესაუბრა.
დღესვე ასევე საბას ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო დეტალიც გასაჯაროვდა - მის ტრანსფერში თავისი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძესაც შეუტანია.
„უდინეზესა“ და „უოტფორდს“ ერთი მფლობელები ჰყავთ. აქედან გამომდინარე ორ კლუბს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. უდინელთა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტზე ისაუბრა და ახსენა, რომ გოგლიჩიძე მას შემდეგ შეიძინეს, როცა გიორგი ჩაკვეტაძემ მათ რჩევები მისცა და კარგად დაუხასიათა.
„გოგლიჩიძე აქ მას შემდეგ მოვიდა, რაც უოტფორდის ქართველმა ნახევარმცველმა ჩაკვეტაძემ გვირჩია, რომელმაც მასზე ძალიან კარგად ისაუბრა და დაგვიხასიათა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი“.
აქვე გეტყვით, რომ „უდინეზე“ სერია A-ს 2025/26 წლების სეზონს 25 აგვისტოს დაიწყებს. გოგლიჩიძის გუნდი კვირას „ვერონას“ (20:30) უმასპინძლებს.