უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„ჩემი კარიერისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია“ - გოგლიჩიძის პრეზენტაცია უდინეზეში

დღეს, „უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის პრეზენტაცია გაიმართა. 21 წლის ქართველი მცველი უდინეში მედიის წინაშე პირველად იმყოფებოდა. საბამ თავის ახალ გუნდზე და მის არჩევანზე ისაუბრა, ასევე სხვა საინტერესო კითხვებსაც გასცა პასუხი.

- გასულ წელს „ემპოლიში“ ძირითადი მოთამაშე იყავი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გავარდა, ყველა მცველი სერია A-ში დარჩა.

„გასულ წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – სერია A-ში პირველი სეზონი ჩავატარე. ახლა სხვა დონეა. ვგრძნობ, რომ ყველაფერი შეიცვალა. აქ ყველასგან ვიგრძენი თანადგომა და მაქსიმალურად ვცდილობ, ვივარჯიშო და გუნდს დავეხმარო".

– ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?

„ზუსტად ისე, როგორც პიოტროვსკიმ, მეც თავიდანვე კარგ ენერგიას ვგრძნობ გასახდელში. ეს კი წარმატებული სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

– შარშან „უდინეზეს“ მეტოქედ შეხვდი. რა დაგამახსოვრდა?

„ორივე თამაში სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე ემპოლის ფეხბურთელებს გვეგონა. წარმოუდგენელი მგონია, რომ დღეს უდინეზეს მაისური მაცვია. იმ დროს რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდი. ეს ჩემი კარიერისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია“.

– სამი თუ ოთხმცველიანი სისტემა, რომელ მათგანში თამაშს ამჯობინებ?

„ჩემთვის იდეალური პოზიცია ცენტრია, მაგრამ როგორც სამი, ასევე ოთხმცველიანშიც შემიძლია თამაში – საქართველოს ნაკრებში ხშირად ასე ვმოქმედებდი. ეს არის ფეხბურთი, ყველაფრისთვის მზად ვარ.“

ვინ არის შენი კუმირი?

„სერხიო რამოსი. ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ხარისხის მხრივ“.

უდინეზეს ისტორიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ფეხბურთელი ყოფილა. შენ პირველი ქართველი ხარ. ამაზე რა ფიქრობ?

„დიახ, უდავოდ. პირველი ქართველი უდინეზეში – ეს უნიკალური სიახლეა ქართველებისთვის, და ამას ნამდვილად ვგრძნობ“.

მაისურის ნომერი?

„ბავშვობაში, 10-11 წლის ასაკში, ნომერი 2 მქონდა. ემპოლიში ასევე ეს ნომერი მერგო და აქაც იგივე ავიღე“.

„უდინეზე“ სერია A-ს 2025/26 წლების სეზონს 25 აგვისტოს დაიწყებს. გოგლიჩიძის გუნდი კვირას „ვერონას“ (20:30) უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები