ებერეჩი ეზე
Aa
Aa

ოფიციალურად | ებერეჩი ეზე არსენალის ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ ებერეჩი ეზე დაიმატა. ინფორმაცია ამის შესახებ „მეთოფეების“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ეზეს სანაცვლოდ „არსენალმა“ „კრისტალ პალასს“ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, კიდევ 7.5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. ეზემ „არსენალთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის შემტევი „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია. მას ქპრ-ში და „უიკომბში“ უთამაშია, 2020 წლიდან კი „კრისტალ პალასის“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ეზემ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთელი ღამე კლუბში ვიყავით, ბერბატოვი ცუდად გახდა“ - რას იხსენებს რუნი
„მთელი ღამე კლუბში ვიყავით, ბერბატოვი ცუდად გახდა“ - რას იხსენებს რუნი