ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კუნთის მცირე დისკომფორტი - კვარაცხელია ანჟერთან მატჩს გამოტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შემდეგ მატჩში პსჟ-ს ვერ დაეხმარება.

არსებულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი ავრცელებს და წერს, რომ კვარაცხელიას კუნთებში მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დღეს ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „ანჟერთან“ ვერ ითამაშებს.

2025/26 წლების სეზონის სტარტი კვარას საკმაოდ მძიმე გამოსდის. ჯერჯერობით სასურველი ფორმისგან შორსაა და კონდიციების სრულად აღსაღდგენად გარკვეული დრო დასჭირდება, რაც 4 სექტემბრამდე ანუ თურქეთთან მატჩამდე რთული შესასრულებელი იქნება, რადგან პსჟ სანაკრებო პაუზამდე მხოლოდ ორ მატჩს გამართავს: დღეს „ანჟერთან“ და 30 აგვისტოს სტუმრად „ტულუზასთან“.

ასე, რომ კვარაცხელიას სანაკრებო პაუზამდე მხოლოდ ერთი მატჩი ექნება, რომ 90 წუთის თამაშის საშუალება მიეცეს.

პსჟ „ანჟერის“ მატჩი დღეს პარიზში გაიმართება. შეხვედრა 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები