მახაჩევი: არ მინდა ჩვენს ხალხებს შორის რაიმე უთანხმოებას გზა გავუხსნა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც ხამზატ ჩიმაევთან შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა.
ჩიმაევმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, რომ აღნიშნული ბრძოლა, იმ შემთხვევაში შედგება, თუ ისლამი ნახევრადსაშუალო წონის ტიტულს მოიპოვებდა, ეს მისთვის ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლად გახდომის გზას წარმოადგენს.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას არ მინდა ჩვენს ხალხებს შორის რაიმე უთანხმოებას გზა გავუხსნა, მაგრამ ვნახოთ – წინ რთული ბრძოლა მაქვს. ამის შემდეგ შევხედავთ.
დუ პლესის წინააღმდეგ ხამზატის დომინირებამ შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა. ძალები სწორად გადაანაწილა, არ ჩქარობდა, არც დარტყმებში დებდა ყველაფერს – უბრალოდ მიზანი ჰქონდა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. ვფიქრობ, რომ მოესურვებინა და დაძაბულობა გაეზარდა, შეეძლო დრიკუსისთვის მეტი ზიანი მიეყენებინა და ბრძოლა დაესრულებინა.
ამან გამაოცა – ისე მარტივად აკეთებდა გადაყვანებს და ამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს“,
– განაცხადა ისლამ მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბრძოლა ისლამ მახაჩევს ნოემბერში, UFC 322-ზე, ნიუ-იორკში აქვს ჩანიშნული, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა იქნება, ნახევრადსაშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი.