„ილიასთან ბრძოლა საინტერესო იქნება“ - მახაჩევის მინიშნება
სულ მალე დაღესტანში შერეულ ორთაბრძოლებში აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება და მის დაწყებამდე, ცნობილი მწვრთნელის ყველაზე ცნობილმა და წარმატებულმა შეგირდმა ისლამ მახაჩევმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ბუნებრივია, ისლამმა მოახლოებულ შეჯიბრებაზე ისაუბრა, თუმცა ამის შემდეგ უამრავი შეკითხვა UFC-ში მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს და როდესაც ილია თოფურიაზეც ჩამოუგდეს ლაპარაკი, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ვფიქრობ, ჩემსა და ილიას შორის საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გამოვა და ამ ბრძოლით მართლაც დაინტერესებული ვარ. არ ვიცი, რომელ წონით დივიზიონში შედგება ჩვენი ჩხუბი, მსუბუქში, თუ ქვესაშუალოში, ამას ხელმძღვანელებთან გავივლით და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მგონია, რომ მართლაც სუპერორთაბრძოლა გამოვა“.
ცნობისათვის, ივნისში ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგო, რომელიც ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში გადასვლის შემდეგ დათმო. დაღესტნელი ახლა ჯეკ დელა მადალენასთან შესახვედრად ემზადება და მათი ჩხუბი სავარაუდოდ ნოემბერში შედგება.