„თოფურია-ცარუკიანი ყველაზე სამართლიანი იქნებოდა“ - ისლამ მახაჩევი
UFC-ის მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
რა თქვა მახაჩევმა:
„ჩემი აზრით, მსუბუქ წონაში ყველაზე სამართლიანი სატიტულო ჩხუბი თოფურია-ცარუკიანი იქნებოდა. არმანმა ბოლო ტურნირზე წონა ჩააბარა და სატიტულო ბრძოლა დააზღვია. წარსულში მას წონის კლებისას პრობლემა შეექმნა, ახლა კი მან დაამტკიცა, რომ წონის დაფიქსირება შეუძლია.
ვფიქრობ, ამ დროისთვის ეს ყველაზე აქტუალური ჩხუბია. როგორია ცარუკიანის შანსები? თუ ოქტაგონში სწორი განწყობით შევა, მიზანს მიაღწევს“.
ცნობისთვის, თავად მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. დიდი ალბათობით, ჩხუბი ნიუ-იორკში ნოემბერში გაიმართება.
რაც შეეხება თოფურიას, ოქტაგონში მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაა გამორიცხული, „ელ მატადორმა“ წელს აღარ იჩხუბოს.