„პეტერისგან განსხვავებით, მერაბს მე მაგრად ვებრძოლე“ - უმარი იანს დაუპირისპირდა
მერაბ დვალიშვილის გამო ერთმანეთს ორი რუსი მებრძოლი დაუპირისპირდა - ქართველი „მანქანის“ წარმატებები რომ მართლაც საოცრებაა, თუნდაც ამ ფაქტიდან ჩანს. ფაქტი კი მარტივი და სასაცილოა, რადგან პეტერ იანი და უმარ ნურმაგომედოვი კამათობენ იმაზე, თუ რომელს უფრო დიდი უპირატესობით აჯობა ქართველმა ჩემპიონმა. ცოტა ხნის წინ, იანმა თქვა, რომ ნურმაგომედოვი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მასზე წინ უსამართლოდ არის და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ უმარისგან განსხვავებით, მას გავლენიანი ძმები და ბიძაშვილები არ ჰყავს. პეტერის განცხადებაზე კი უმარმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ვისაც არ გაქვთ ნანახი, უყურეთ მის ბრძოლას მერაბ დვალიშვილთან და ნახეთ, როგორ მარტივ მამრავლებად დაშალეს, მე კი ქართველის წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი ჩხუბი ჩავატარე. ამ ფაქტიდანაც შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები, ვის ჰყავს გავლენიანი ნათესავები და ვინ არის ნამდვილად კარგი მებრძოლი“.
ცნობისათვის, პეტერ იანმა რამდენიმე თვის წინ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო და მიზეზად ის დასახელდა, რომ დაღესტნელი ხელის ტრავმის გამო ბრძოლისთვის ჯერჯერობით მზად არ გახლდათ.