მერაბ დვალიშვილი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„მერაბი ვარსკვლავია, მაგრამ...“ - სონენმა დვალიშვილზე ილაპარაკა

UFC-ის ყოფილი მებრძოლისა და ამჟამად MMA-ს ექსპერტის, ჩეილ სონენი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილი ვარსკვლავია, მას „წლის მებრძოლის“ წოდება ჯერ გარანატირებული არ აქვს.

მანამდე ქართველი „მანქანა“ ESPN-მა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. მას პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ESPY გადაეცა, რომელიც ყოველი წლის ივლისში გაიცემა.

ამის მიუხედავად, სონენი ფიქრობს, რომ ჯერ მზად არ არის, მერაბს „წლის მებრძოლის“ წოდება მისცეს.

„წლის მებრძოლის გამოვლენა ძალიან რთულია. მერაბმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, მაგრამ ილიას გასწრება? თოფურიას ირგვლივ ისეთი აჟიოტაჟია, რომელიც თითქმის არასდროს მინახავს. ასევე საინტერესო იქნება ხამზატ ჩიმაევი. თუ ალექს პერეირა დაბრუნდება და ანკალაევს მოუგებს? არა, მერაბს ეს წოდება ჯერ კიდევ არ აქვს ჯიბეში. ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია პოპულარულობააზე, რომელიც მერაბს ახლა აქვს. ეს ბიჭი ვარსკვლავია. ის ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანი მისცემს ხმას, მაგრამ მხოლოდ ეს არის საკმარისი „წლის მებრძოლის“ წოდებისთვის“, - თქვა სონენმა.

შეგახსენებთ. რომ დავალიშვილი მომდევნო ჩხუბს 5 ოქტომბერს გამართავს. „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
განახლებული რეიტინგი - დვალიშვილის წონაში ორი პირველი ნომერია
განახლებული რეიტინგი - დვალიშვილის წონაში ორი პირველი ნომერია