მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ახალი სახე დვალიშვილის წონაში? | მოკაევს UFC-ში დაბრუნება სურს

UFC-ის უმსუბუქესი წონის ყოფილი მებრძოლი მუჰამედ მოკაევი აცხადებს, რომ მზად არის, სუპერმსუბუქ წონაში იჩხუბოს, სადაც ჩემპიონის ქამარს მერაბ დვალიშვილი ფლობს. ამის შესახებ მოკაევმა დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„მიხარია, რომ UFC-ს უმსუბუქეს წონაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე სუპერმსუბუქ წონაში ჩხუბიც შემიძლია - მხოლოდ კუნთოვანი მასის მომატება მჭირდება. სტილისტურად ამ წონის მებრძოლებთან ჩხუბი ჩემთვის უფრო კომფორტულია - გამართული მაქვს სპარინგები პიოტრ იანთან, საიდ ნურმაგომედოვთან და ტიმურ ვალიევთან.

სუპერმსუბუქ წონაში უფრო სწრაფად ვმოქმედებ, იმიტომ რომ უმსუბუქესში უფრო მეტი კილოგრამის დაკლება მიწევს. თუ UFC სუპერმსუბუქ წონაში მაჩხუბებს, მზად ვარ კონტრაქტს ხელი მოვაწერო“.

ცნობისთვის, 25 წლის მოკაევი (14-0) UFC-ში 2022 წლიდან 2024 წლამდე ჩხუბობდა, პრომოუშენში გამართული 7-ვე ბრძოლა მოიგო და უმსუბუქესი წონის რეიტინგის მე-6 ნომერი იყო. 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ UFC მოკაევთან კონტრაქტს „სხვადასხვა მიზეზის გამო“ აღარ გაახანგრძლივებს, რის შემდეგაც დაღესტნური წარმოშობის ინგლისელი მებრძოლი Brave-ის პრომოუშენში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა