რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

„ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“ | დოლიძის მომდევნო მეტოქემ ქართველთან ბრძოლაზე ისაუბრა

რომან დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ გამართავს. ამერიკელმა მებრძოლმა MMA Junkie-ის ინტერვიუ მისცა და „კავკასიელთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რომანთან ჩხუბში წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. გრეპლინგში ორივე ძლიერები ვართ და თუ ამ კომპონენტში ერთმანეთს გავანეიტრალებთ, ძალიან კარგი, კიკბოქსერი ვარ და მთელი ცხოვრებაა კიკბოქსში ვვარჯიშობ. ბრძოლა სადაც არ უნდა წარიმართოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველაფრისთვის მზად ვარ.

დოლიძის რამდენიმე ჩხუბს ვუყურე და ფიზიკურად დიდი და ძლიერი ბიჭია. სულ წინ მიდის და მისი ყველა დარტყმის მიზანი მეტოქის დანოკაუტებაა. ვფიქრობ, ძალიან მაგარი ორთაბრძოლა გველოდება.“

შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და ერნანდესის დაპირისპირება თბილისის დროით, 10 აგვისტოს გაიმართება და დაახლოებით, დილის 6 საათისთვის დაიწყება. ერნანდესს კარიერაში 14 მოგება და 2 წაგება აქვს და საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მეათე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა
„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა