ილია თოფურია, ჟან სილვა
Aa
Aa

„ამ ორ მებრძოლს მისი დამარცხება შეუძლია“ | პრატესმა ილიაზე ისაუბრა

კარლოს პრატესმა დაასახელა მებრძოლები, რომლებსაც ილია თოფურიასთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ. პრატესის აზრით, ჟან სილვა და მაურისიო რუფი „ელ მატადორისთვის“ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და მისი დამარცხება შეუძლიათ.

„სერიოზულად მჯერა, რომ რუფისა და სილვას აქვთ უნარები, რომლებიც ილიას დასამარცხებლადა არის საჭირო. სილვა ილიას ქვემსუბუქ წონით დივიზიონშიც მოუგებდა, თუმცა ემოციური მებრძოლია და ბრწყინვალე კრივის მქონე თოფურიას შანსი აქვს, მომენტზე დაიჭიროს და ძლიერად მოარტყას.

რაც შეეხება რუფის, მასთან იგივე არ მოხდება. მაურისიო ცივსისხლიანია და ემოციებს არასდროს ჰყვება. ის ყოველთვის მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინაა და მისი ოქტაგონში ყოფნაც კი, მოწინააღმდეგეს პრობლემებს უქმნის. მასთან დიდი ხანია ვვარჯიშობ და ვიცი, რა შეუძლია.“

ცნობისთვის, რუფის კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება სილვას, მის ანგარიშზე 16 მოგება და 2 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი