დირკ ნოვიცკი, დენის შროდერი
Aa
Aa

ჩემპიონზე და საუკეთესო კალათბურთელზე - ნოვიცკიმ პროგნოზი გააკეთა

27 აგვისტოდან 16 სექტემბრამდე ევროპის ოთხ ქვეყანაში კალათბურთში კონტინენტის პირველობა ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ტურნირს რამდენიმე გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ბუნებრივია, ნიკოლა იოკიჩის ფაქტორიდან გამომდინარე სერბეთის შესაძლო ჩემპიონობაზე ბევრი საუბრობს, თუმცა ასე არ ფიქრობს ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, შანსების შეფასების დროს, ცოტაოდენ სუბიექტურიც გახლდათ.

დირკ ნოვიცკი

ტურნირზე ძალიან ბევრმა ძლიერმა გუნდმა მოიყარა თავი და რაც ყველაზე სასიხარულოა, თითოეული მათგანის შემადგენლობაში წამყვანი კალათბურთელები იასპარეზებენ. თუმცა, ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონი გერმანია გახდება, რომელიც ფინალში სერბეთს დაამარცხებს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს საფრანგეთის ნაკრები მოიგებს. რაც შეეხება ევრობასკეტის MVP-ის პრიზს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თანამემამულეების ჩემპიონობას ვწინასწარმეტყველებ, ამ პრიზის მიღების კანდიდატად დენის შრიოდერს დავასახელებდი.

ცნობისათვის, დირკ ნოვიცკიმ კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას 2011 წელს მიაღწია, როდესაც „დალასის“ შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი და ფინალური სერიის MVP გახდა. რაც შეეხება მის სანაკრებო გამოსვლას, 47 წლის გერმანელი 2002 წელს - მსოფლიოს, ხოლო 2005 წელს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრობასკეტზე კარგი თამაში გადამდები იქნება“ - ტუღუში კენჭისყრის შედეგებზე
„ევრობასკეტზე კარგი თამაში გადამდები იქნება“ - ტუღუში კენჭისყრის შედეგებზე