გოგა ბითაძე, ფილადელფია სევენთი სიქსერსი
Aa
Aa

The Sixer Sense: ბითაძე ფილადელფიასთვის იდეალური შენაძენი იქნებოდა

გოგა ბითაძე „ფილადელფია სევენთი სიქსერსისთვის“ იდეალური შენაძენი იქნებოდა. ამის შესახებ გამოცემა The Sixer Sense-ი წერს.

სტატიის ავტორი ნიკოლას კაილ პრინგი მოუწოდებს „ფილის“, ქართველი ცენტრი დაიმატონ და ამის აუცილებლობას შემდეგნაირად ხსნის:

„ჯოელ ემბიდის გახშირებული ტრავმების ფონზე „სევენთი სიქსერსისთვის“ ცენტრის პოზიცია კვლავ პრობლემატური გახდა. ანდრე დრამონდი მის სრულფასოვან შემცვლელად ვეღარ გამოდგება, ადემ ბონასა და ჯონი ბრუმეს ამისთვის საჭირო გამოცდილება აკლიათ.

დედლაინამდე „ფილადელფიამ“ სათადარიგო ცენტრი უნდა დაიმატოს და ამ მხრივ გოგა ბითაძეზე უკეთესი კანდიდატი ვერ მოიძებნება. ქართველი წელიწადში მხოლოდ 8 მილიონ დოლარს იღებს, რაც „ტრეიდს“ გაამარტივებდა“.

ცნობისთვის, გოგა ბითაძე გასულ სეზონში საშუალოდ მოედანზე 20.4 წუთს ატარებდა და 7.2 ქულას, 6.6 მოხსნას, 2 ასისტს, 1.4 დაფარებას და 0.7 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის უნდა დავაკვირდეთ ევრობასკეტზე | FIBA-ს რჩეულთა შორის ორი ქართველია
ვის უნდა დავაკვირდეთ ევრობასკეტზე | FIBA-ს რჩეულთა შორის ორი ქართველია