ეკო გორგოძე
Aa
Aa

დრამატული ტაიბრეიკი | ეკო გორგოძე US Open-ის კვალიფიკაციას გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის, Us Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ეკო გორგოძე ფრანჩესკა ჯონსს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველ ნომერს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 6:7(11).

პირველი პარტია ჯონსის უპირატესობით წარიმართა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა საწყისი სამი გეიმი მოიგო, 4:1-ზე კი კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა და 6:1 დააფიქსირა. მეორე სეტის სტარტზე გორგოძემ ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა, თუმცა ჯონსი თამაშში დაბრუნდა.

2:4-ზე ბრიტანელმა ეკოს ჩაწოდება აიღო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც უაღრესად დაძაბული გამოდგა. გორგოძე ტაიბრეიკს 6:2-ს იგებდა, მაგრამ სეტპოინტები ვერ გამოიყენა და ჯონსმა ანგარიში გაათანაბრა - 6:6. ფრანჩესკას ოთხი მატჩპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა, თუმცა 12:11-ზე გორგოძემ შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ, გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ US Open-ის კვალიფიკაციის კაცთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში მან გოტიე ონკლინი დაამარცხა, მეორე წრეში კი მარკ-ანდრეა უესლერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონარუმა, საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობა და ანჟერი | ენრიკეს პრესკონფერენცია
დონარუმა, საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობა და ანჟერი | ენრიკეს პრესკონფერენცია